vulkanuri formebi - lakoliTi

 

ინტრუზიული მასივი (ამოფრქვეული ქანების უზარმაზარი მასა), რომელსაც ჭრილში გააჩნია სოკოსებრი ან გუმბათისებრი ფორმა. წარმოიქმნება ბუნებრივი პროცესების შედეგად, როდესაც მიწის წიაღში მიმდინარეობს მჟავე შედგენილობის ბლანტი მაგმის დაგროვება, რომელმაც ამოფრქვევისას დედამიწის ზედაპირს ვერ მიაღწია და გაქვავდა დანალექი ქანების ფენებს შორის. ასეთ შემთხვევაში ლაკოლითის ზედა ფენა აზევებულია გუმბათების სახით. ლაკოლითი წარმოიქმნება შედარებით არაღრმა სივრცეებში, როდესაც გროვდება ბლანტი მაგმა, რომელიც კრისტალიზაციას ახდენს დიორიტებში, გრანოდიორიტებსა და გრანიტებში.

ტერმინი ლაკოლითი მეცნიერებაში შემოიტანა ამერიკელმა გეოგრაფმა და გეოლოგმა გროვ კარლ ჯილბერტმა 1875 წელს, როდესაც იგი იკვლევდა ჰენრის მთებში დიორიტების შეჭრის პროცესის საკითხებს. მცირე ზომის ლაკოლითებს მიკროლაკოლითებს უწოდებენ. ზოგჯერ დენუდაციის პროცესებს მოჰყვება ლაკოლითის გაშიშვლება. ამის მაგალითია აიუ-დაღი (577 მ, ყირიმი).

ფართოდ არის ცნობილი სტავროპილში არსებული ლაკოლითები. აქაური ლაკოლითები წარმოადგენენ დესტრუქციის სხვადასხვა სტადიას. ზოგიერთმა მათგანმა შეინარჩუნა თავისი პირვანდელი იერსახე (მთა ლისაია), ზოგიც კი დენუდაციის შედაგად გაშიშვლებულია (სადაც კარგად ვლინდება მათი ვულკანური ბირთვი). ასეთია მაგალითად მთა ჯუცა, ან ზოლოტოი-ყურგანი. ასევე აქ არის ისეთი ლაკოლითები, რომლის დანალექი საფარი წარეცხილია და შესაბამისად, მთის დიდი ნაწილი შედგება ღია-ნაცრისფერი ტრაქიტ-ლიპარიტის ქანებისაგან (მთა რაზვალკა).

სტავროპოლში გამოვლინებულია შემდეგი ლაკოლითები:

ბეშთაუ ბიკი
ჟელეზნაია ვერბლიუდი
ყუმი შელუდივაია
მედოვაია ოსტრაია
ყაბანი ზმიევა
მაშუკი რაზვალკა
ჯუცა ლისაია
იუცა  

 

არსებობს ლაკოლითების შესაძლო ბევრი მაგალითი მთვარის ზედაპირზე.